loader

გამარჯვება გამანადგურებელი ანგარიშით - საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ესპანეთი 24:10 დაამარცხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გამარჯვება გამანადგურებელი ანგარიშით - საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ესპანეთი 24:10 დაამარცხა

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 24:10 დაამარცხა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში "ბორჯღაოსნებმა" ესპანეთს პირველი ტაიმი 12:5 მოუგეს. მე-14 წუთზე გორგაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გამოიყენა. 23-ე წუთზე მეტოქემ ლელო გაიტანა და ანგარიში 7:5 გახდა. 30-ე წუთზე ჩილაჩავამ ლელო გაიტანა, და პირველი ტაიმი 12:5 დასრულდა.

მეორე ტაიმში მსაჯმა მოწინააღმდეგის ორი მოთამაშე გააძევა. ქართველებმა უპირატესობით ისარგებლეს და ლობჟანიძემ ლელო დადო. შემდეგ ქერდიყოშვილმა გაიტანა ლელო, აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 24:5 გახდა.

თამაშის დასრულებამდე ესპანეთმა პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში „ბორჯღალოსნებმა“ სტუმრად რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 18:9 დაამარცხეს.