loader

ყველაფერი, რაც ანაკლიის პორტის მნიშვნელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ - რა იგეგმება და რამდენ ადამიანს დაასაქმებს პროექტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაფერი, რაც ანაკლიის პორტის მნიშვნელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ - რა იგეგმება და რამდენ ადამიანს დაასაქმებს პროექტი

ანაკლიის პორტი საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი იქნება. პორტის პირველი ფაზის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება და 2021 წლიდან უკვე გემებს მიიღებს. მთლიანობაში, პორტი 9 ფაზად განვითარდება, ინვესტიციის ჯამი კი 2,5 მილიარდი დოლარია. თანხის მიხედვით, ეს ყველაზე დიდი პროექტია, რაც კი საქართველოში განხორციელებულა. პორტის სიღრმე 16 მეტრი იქნება, რაც 10 000-კონტეინერიანი გემების მიღების საშუალებას მისცემს. პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მლნ ტონა იქნება.

ანაკლიის პორტს საერთაშორისო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, ამერიკელებისა და სხვა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. შესაბამისად, ვინც იქნება კონსორციუმის ძირითადი მოთამაშე, პორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ მისი გავლენა საქართველოში და მთლიანად რეგიონში ერთიორად გაიზრდება არამხოლოდ ბიზნესის კუთხით. გარდა ამისა, არსებობის უფლება იმ ვერსიასაც აქვს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხებით, ან მეწილეებს შორის ძალთა ბალანსის შეცვლით დაინტერესებულნი არიან ის გავლენიანი პირები, რომელთაც ბიზნესინტერესები აქვთ ბათუმისა და ფოთის პორტებში.

ვიდეო აღებულია ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის ოფიციალური ფეისბუკგვერდიდან