loader

კილომეტრიანი რიგი სირიის საზღვართან, სადაც ათასობით ლტოლვილი სამშობლოში ბრუნდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კილომეტრიანი რიგი სირიის საზღვართან, სადაც ათასობით ლტოლვილი სამშობლოში ბრუნდება

წლების მანძილზე სამოქალაქო ომისგან დაცლილ სირიაში ხალხი ბრუნდება. BBC-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო ძალებმა ამბოხებულები დაამარცხეს, იორდანიამ ჯაბერის საზღვარი გახსნა, რომელსაც დღეში ათასობით ადამიანი კვეთს. მათ შორის არიან ვაჭრები, რომლებიც სირიის ტერიტორიაზე სხვადასხვა პროდუქტს ყიდიან და - სირიელი ლტოლვილებიც, რომლებსაც სამშობლოში ახალი ცხოვრების დაწყების იმედი აქვთ.

ომისგან დანგრეულ ქვეყანაში შესვლის მსურველებს საზღვარზე ავტობუსებითა და მანქანებით დაუსრულებელ რიგში უწევთ დგომა. საზღვარი სამი წლის განმავლობაში იყო დაკეტილი. სირიელები ამბობენ, რომ ქვეყანაში დაბრუნებულები თავს დაცულად გრძნობენ. მათი დიდი ნაწილი, გასული წლების განმავლობაში, იორდანიაში ან საუდის არაბეთში მუშაობდა.