loader

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

"თი-ბი-სი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე მზად არიან, ბანკის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე მსჯელობისთვის პარლამენტის შესაბამის კომიტეტში მივიდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ხაზარაძე და ჯაფარიძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"მივესალმებით პარლამენტის წევრების მზაობას, შესაბამის კომიტეტებში მოსმენილ იქნას ინფორმაცია 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანსაქციებთან დაკავშირებით. მზად ვართ, დეპუტატებისთვის ხელსაყრელ დროს მივიღოთ მონაწილეობა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაში" - ნათქვამია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის კომიტეტში მისვლისა და საკითხზე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან ერთად მსჯელობის წინადადებით დღეს "ევროპულმა საქართველომ" მიმართა.