loader

სროლა თბილისში: მოკლულია 40 წლის მამაკაცი - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სროლა თბილისში: მოკლულია 40 წლის მამაკაცი - კადრები შემთხვევის ადგილიდან

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა, დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები ამ წუთებამდე მუშაობენ.


ავტორი: ეკატერინე ბახუტაშვილი


ასევე იხილეთ: ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალი - მოკლულ მამაკაცს სახეში ესროლეს

ვინ იყო ვერცხლის ქუჩაზე საკონტროლო გასროლით მოკლული 50 წლის მამაკაცი