loader

ამერიკულმა კომპანიამ აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დაასახელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკულმა კომპანიამ აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დაასახელა

რესტორნისა და მასპინძლობის სფეროს წამყვანი ამერიკული კომპანია "აფ ენდ ქო" 2019 წლის ტენდენციებს აქვეყნებს, სადაც ქართულ საჭმელს წლის სამზარეულოდ, აჭარულ ხაჭაპურს კი წლის კერძად ასახელებს.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამერიკული კომპანია ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც რესტორნების, საკვებისა და სასმელის, მასპინძლობის მარკეტინგის უმთავრეს ტენდენციებს პერიოდულად ასახელებს. რაც შეეხება აჭარულ ხაჭაპურს, ის წლის კერძად თავისი გემოს - ყველისა და კვერცხის ნაზავის, ასევე ინსტაგრამზე ხშირი პოსტების წყალობით დასახელდა.