loader

ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ყოველდღე, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ყოველდღე, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება

"ენგურჰესის" სრულად გაჩერების თავიდან აცილების მიზნით, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა დაწესდება, - ამის შესახებ ნათქვამია РУП "Черноморэнерго"-ს ("ჩერნომორენერგო") განცხადებაში. აფხაზეთის ტერიტორიაზე 20 თებერვლიდან, ყოველდღიურად, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება.

ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს შეზღუდვა მანამ იმოქმედებს, ვიდრე დეფიციტი რუსეთიდან მიწოდებით არ დაიფარება.

2019 წლის 19 თებერვლისთვის ენგურჰესის ჯამური გამომუშავება, წყალმოვარდნის დაწყებამდე, 310 მილიონ კილოვატ-საათს შეადგენს, ხოლო ამ პერიოდში მოხმარების მაჩვენებელი 366 მილიონ კილოვატ-საათია. შესაბამისად, დეფიციტი წყალმოვარდნის, ანუ მარტი-აპრილი პერიოდის დაწყებამდე 56 მილიონ კილოვატ-საათს შეადგენს.