loader

რა სიტყვებით დატოვა ბესელიამ "ოცნება" - "ძალიან რთული და ემოციურია, რაც ახლა უნდა ვთქვა" (საგანგებო განცხადების სრული ჩანაწერი) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სიტყვებით დატოვა ბესელიამ "ოცნება" - "ძალიან რთული და ემოციურია, რაც ახლა უნდა ვთქვა" (საგანგებო განცხადების სრული ჩანაწერი)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას ამ წუთებში გააკეთა.

„მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა“, - განაცხადა ბესელიამ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო, რადგან უმრავლესობამ 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, მხარი არ დაუჭირა.