loader

თუ უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი დატოვებს, "ქართული ოცნება" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი დატოვებს, "ქართული ოცნება" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს

115-კაციანი უმრავლესობიდან კიდევ ერთი დეპუტატის გასვლის შემთხვევაში, "ქართული ოცნება" პარლამენტში 3/4-იან საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს. დეპუტატების - ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის შემდეგ, უმრავლესობიდან გასვლაზე განცხადების გაკეთებისთვის გედევან ფოფხაძე და ბექა ნაცვლიშვილი ემზადებიან.

მათი გასვლის შედეგად, "ქართულ ოცნებაში" 111 დეპუტატი დარჩება, რაც კონსტიტუციის ¾-ის უმრავლესობით მიღებისათვის არასაკმარისი რაოდენობაა, რადგან ასეთი კვორუმით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას სულ მცირე, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

ამასთან, ახალი კონსტიტუციით, მოქმედებს საკონსტიტუციო ცვილებების მიღების მეორე წესი, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება ხმათა 2/3-ის უმრავლესობით განხორციელდეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ის მას შემდეგ ამოქმედდება, თუ მომდევნო მოწვევის პარლამენტი მხარს დაუჭერს.