"თუ გადადგებიან ჩინჩალაძე, მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, იმავე დღეს დავწერ განცხადებას ჩემი გადადგომის შესახებ" - ნაზი ჯანეზაშვილი
ჩემი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხის პარლამენტში განსახილველად გატანა ჩემთვის შეურაცხმყოფელია და მე ვფიქრობ, რომ პარლამენტისთვის ეს იქნება გამოუსწორებელი შეცდომა, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას.
ამის პარალელურად, ჯანეზაშვილის თქმით, მზადაა, თამარ ჩუგოშვილთან კონსულტაციები გამართოს.
ამის პარალელურად, ჯანეზაშვილის თქმით, მზადაა, თამარ ჩუგოშვილთან კონსულტაციები გამართოს.