loader

ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობა დატოვა, რაც ნიშნავს, რომ "ოცნებამ" უმრავლესობა დაკარგა - პირდაპირი ეთერი პარლამენტიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობა დატოვა, რაც ნიშნავს, რომ "ოცნებამ" უმრავლესობა დაკარგა - პირდაპირი ეთერი პარლამენტიდან

115-კაციანი უმრავლესობიდან კიდევ ერთი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის გასვლის გამო, "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 3/4-იანი საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგა.

დეპუტატების - ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის შემდეგ, უმრავლესობიდან გასვლაზე განცხადება გააკეთა ბექა ნაცვლიშვილმა. შედეგად, "ქართულ ოცნებაში" 112 დეპუტატი დარჩა, რაც კონსტიტუციის ¾-ის უმრავლესობით მიღებისათვის არასაკმარისი რაოდენობაა, რადგან ასეთი კვორუმით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას სულ მცირე, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

ამასთან, ახალი კონსტიტუციით, მოქმედებს საკონსტიტუციო ცვილებების მიღების მეორე წესი, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება ხმათა 2/3-ის უმრავლესობით განხორციელდეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ის მას შემდეგ ამოქმედდება, თუ მომდევნო მოწვევის პარლამენტი მხარს დაუჭერს.