loader

"ზონდერი ძმები მიქაძეები არიან, პოლიციის დავალებას ასრულებენ, მოვარდნენ, მცემეს იარაღებით" - 39 წლის მამაკაცის თქმით, ფარცხალაძის გარემოცვის წევრები თავს დაესხნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზონდერი ძმები მიქაძეები არიან, პოლიციის დავალებას ასრულებენ, მოვარდნენ, მცემეს იარაღებით" - 39 წლის მამაკაცის თქმით, ფარცხალაძის გარემოცვის წევრები თავს დაესხნენ

39 წლის დავით გულიაშვილი ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

კურიერის ჟურნალისტი დაზარალებულს საავადმყოფოში ესაუბრა. მისი თქმით, როდესაც ახლობლის გასვენებიდან ბრუნდებოდა, თავს დაესხნენ ძმები მიქაძეები.

გულიაშვილის განცხადებით, დავით მიქაძე ყოფილი მთავარი პროკურორის ახლო გარემოცვის წევრია. დაზარალებული კურიერს უყვება, რომ თავდასხმას კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები შეესწრნენ, თუმცა, მომხდარზე მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.

მისი განცხადებით, ძმები მიქაძეები პოლიციის დავალებებს ასრულებენ. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.