loader

ვის გარიცხვაზე მისცა თანხმობა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს? - გედი ფოფხაძე პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვის გარიცხვაზე მისცა თანხმობა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს? - გედი ფოფხაძე პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე

"ვიცი, რომ ირაკლი კობახიძე მივიდა ბიძინა ივანიშვილთან და უთხრა, გედი ფოფხაძის გარიცხვაზე თანხმობა მომეციო, - ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

როგორც ფოფხაძემ განმარტა, აღნიშნულ ფაქტს ადგილი რამდენიმე თვის წინ ჰქონდა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით მან გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს მასთან ერთად კიდევ 5 დეპუტატის გარიცხვა სთხოვა. კერძოდ ვისი, ფოფხაძემ არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ სიაში ეკა ბესელიას გვარი მაშინ არ ყოფილა.