loader

რა შეფასებები მოჰყვა მერიის ინიციატივას პარკირების საათობრივ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა შეფასებები მოჰყვა მერიის ინიციატივას პარკირების საათობრივ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით

პარკირების საათობრივ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ ექსპერტები. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი პარკირების ზონალურ, საათობრივი სისტემაზე გადასვლას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ქალაქი ამის საპილოტე ვერსიის მისაღებად მზად უნდა იყოს. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი კი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, პარკირების ზონალურ და საათობრივ სისტემაზე გადასვლა საბოლოოდ სწორი ინიციატივა იყოს, თუმცა ამჟამად ამისთვის შესაბამისი საფუძველი, ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაღალი დონე არ არსებობს.
მისივე თქმით, პარკირების საათობრივ სისტემაზე გადასვლა თბილისის მერიის იდეა არ არის და ის მერიამ „სითი პარკისგან“ აიღო.