loader

პირველი ფოტოები ზუგდიდიდან, სადაც საზარელ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი ფოტოები ზუგდიდიდან, სადაც საზარელ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულები. თვითმხილველის ინფორმაციით, ML-ის ჯიპს სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, საავადმყოფოში ორი დაშავებული შეიყვანეს, თუმცა მათი ჯანმრთელობის შესახებ ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.