loader

პირი, რომელიც ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილეობდა, დედასთან ერთად საშინელ ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირი, რომელიც ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილეობდა, დედასთან ერთად საშინელ ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა

ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ზედა ეწერში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე თენგიზ ნაზღაიძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაიცვალა ამავე მანქანაში მჯდომი თენგიზ ნაზღაიძის დედა, შორენა ქალდანი.

შემთხვევა ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე გუშინ მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც ნაზღაიძე მართავდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა ამავე ოჯახის კიდევ ორი წევრი, მათ შორის, ნაზღაიძის დეიდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.