loader

საფრანგეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს, მათგან ერთ-ერთი "კანონიერი ქურდია" - საგანგებო ბრიფინგი დეტალებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფრანგეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს, მათგან ერთ-ერთი "კანონიერი ქურდია" - საგანგებო ბრიფინგი დეტალებზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტერპოლთან და ევროპოლთან.

საფრანგეთის ჟანდარმერიისა და ქართველი სამართალდამცველების ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ქართველი პოლიციელების აქტიური ჩართულობითა და უშუალო მონაწილეობით, მიმდინარე წლის 13 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ რეიმსსა და მის შემოგარენში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც საფრანგეთში მოქმედი ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული ჯ.შ., 1992 წელს დაბადებული თ.გ., 1983 წელს დაბადებული თ.ხ. და 1987 წელს დაბადებული, „ქურდული სამყაროს“ წევრი - ბ.ჩ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ქურდავდნენ მაღაზიებსა და კომერციულ ცენტრებს. ისინი წინასწარ არჩევდნენ გასაქურდ ობიექტს, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს, შემდეგ კი აღნიშნული ობიექტებიდან სხვადასხვა ნივთს იპარავდნენ. დადგენილია, რომ დაკავებულები ქურდობის 17 ფაქტში ფიგურირებენ.