loader

"ყველაფერი გადაჩხრიკეს" - არსებული ინფორმაცით, სპეცოპერაციის შედეგად ფოთსა და სენაკში 20-მდე პირია დაკავებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველაფერი გადაჩხრიკეს" - არსებული ინფორმაცით, სპეცოპერაციის შედეგად ფოთსა და სენაკში 20-მდე პირია დაკავებული

არსებული ინფორმაცით, ფოთსა და სენაკში დღეს დილით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 20-მდე პირია დაკავებული. დაკავებულების ადვოკატების ინფორმაციით, ისინი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. სპეცოპერაციის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

"ძირითადად სპეცოპერაცია ჩატარდა ფოთსა და სენაკში. აყვანილია 20-მდე პირი", - აღნიშნა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ჯიტა გულუამ.

მისივე ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ, "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის არიან დაკავებული.

კიდევ ერთი პირის ადვოკატი, ბაჩუკი ყურაშვილი კი აცხადებს, რომ ჩხრეკა დილის საათებში ჩატარდა. "როგორც ოჯახის წევრებმა მითხრეს, ჩხრეკის შედეგად რაიმე უკანონო ნივთი არ ამოუღიათ", - განაცხადა ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა.

დაკავებულებს ადვოკატები ჯერჯერობით, არ შეხვედრიან.