X
ბათუმის ცენტრალურ საავადმყოფოსთან პაციენტის მნახველებმა ერთმანეთი დაჭრეს - დაკავებულია 5 ადამიანი
12:01 / 03-03-2019
ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი პირი დააკავა. მათ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" რამდენიმე მუხლით ედავება: სსკ-ის 117 მუხლით ჯანმრთელობის განზრახ-მძიმე დაზიანებას, სსკ-ის 236-ე მუხლით ცეცხლსასროლი იარაღის მართლ-საწინააღმდეგო შეძენა შენახვითა და სსკ-ის 239-ე მუხლით იარაღით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულებს თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7-წლამდე ვადით ემუქრება. ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, პაციენტების მნახველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბის დროს ორი ადამიანი ცივი იარაღით დაიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირებისას სულ 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარება შედარებით მძიმეა. მათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უკვე ჩაუტარდათ. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება დაშავებულ ოთხ პირს, ექიმების ინფორმაციით, მათ ადგილზე გაეწიათ პირველადი დახმარება.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს არის სენსაცია! ნიკა მელია შეიძლება ვიხილოთ მმართველ გუნდში... მელიაც და კობახიძეც სწორ ნაბიჯებს დგამენ“ - ლელა კაკულია ვიდეოს აქვეყნებს
ლელა წურწუმია პირდაპირ ეთერში ატირდა - აჩიკო მეფარიძის უმძიმესი ისტორია, რომელიც არავინ იცოდა
“ალბათ მომკლავს, რომ გავასაჯაროვე“ - ხათუნა ჟორდანია ამაღელვებელ წერილს აქვეყნებს
“წამიერად მოშორდა ბავშვს და ისევ თავს დაესხა, ახლა უკვე ორივე... ძლივს მოვიდა სახლამდე“ - რა მოხდა დიდ დიღომში?
“ცოტა მძიმე თემაა... ეს სინდრომი საქართველოში უკვე დაფიქსირდა და ეხება ბავშვებს“ - რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა თუ შვილმა კოვიდი გადაიტანა?
“დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო“ - რა მიუძღვნა იუბილარ ნანუკა გუდავაძეს ბერა ივანიშვილმა?