loader

"ალბათ, სახლის დაყაჩაღებას ცდილობდა" - რას ჰყვებიან თვითმხილველები მამაკაცზე, რომელმაც მთაწმინდაზე პოლიციელებს ესროლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ალბათ, სახლის დაყაჩაღებას ცდილობდა" - რას ჰყვებიან თვითმხილველები მამაკაცზე, რომელმაც მთაწმინდაზე პოლიციელებს ესროლა

ორმხრივი სროლა მთაწმინდაზე - როგორც "პალიტრანიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, საშუალო ასაკის მამაკაცმა სამართალდამცავების მიმართულებით ისროლა. შემთხვევა ვეძინის ქუჩაზე მოხდა. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

როგორც შსს-ში განაცხადეს, სამართალდამცველები ყაჩაღობაში ბრალდებული პირის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც მან სამართალდამცველების წინააღმდეგ გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში განეხორციელებინათ. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო ბრალდებული უკვე დაკავებულია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ: ორმხრივი სროლა მთაწმინდაზე - ყაჩაღობაში ბრალდებულმა დაკავებისას პოლიციელებს ესროლა