loader

ნაფოტებად ქცეული სახლები და 23 გარდაცვლილი - ალაბამის შტატს ტორნადომ გადაუარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნაფოტებად ქცეული სახლები და 23 გარდაცვლილი - ალაბამის შტატს ტორნადომ გადაუარა

აშშ-ში, ალაბამის შტატში ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას შტატის ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

სპეციალური სამსახურები განაგრძობენ დაღუპულთა ვინაობის დადგენას. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა შორის 8 წლის ბავშვიცაა.

ოლქის შერიფის, ჯეი ჯონსის განცხადებით, სტიქიურმა უბედურებამ კატასტროფული ნგრევა გამოიწვია.