loader

ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური დავით რაზმაძე საქართველოში ჩამოასვენეს - ემოციური კადრები აეროპორტიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური დავით რაზმაძე საქართველოში ჩამოასვენეს - ემოციური კადრები აეროპორტიდან

ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური დავით რაზმაძე საქართველოში ჩამოასვენეს.

ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილი მეზღვაურის ოჯახის ახლობლები და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარდა, 21 იანვარს კი, ქართველი მეზღვაური სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს. დავით რაზმაძის ოჯახი ცხედრის ექსპერტიზის ჩატარებას საქართველოშიც გეგმავს. 23 წლის მეზღვაურის ცხედარს ჯერ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, შემდეგ კი გორში გადაასვენებენ.

ავტორი: ქრისტინე ასლამაზაშვილი