loader

ხაშურში სამი ადამიანი, სავარაუდოდ, გაზით მოიწამლა - სამივე ერთი ოჯახის წევრია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხაშურში სამი ადამიანი, სავარაუდოდ, გაზით მოიწამლა - სამივე ერთი ოჯახის წევრია

ხაშურში სამი ადამიანი, სავარაუდოდ, გაზით მოიწამლა. „პალიტრანიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, მოქალაქეები „გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. სამივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია.

კლინიკაში შეყვანისას, 33 წლის ქალს, 54 წლის მამაკაცს და 83 წლის ქალს ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ.

ექიმების განცხადებით, ინტენსიური მკურნალობის შედეგად, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.