loader

მარიამ ქვრივიშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარიამ ქვრივიშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან დაგეგმილი პროექტებისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მხარდაჭერა გამოუცხადა სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრამდე მარიამ ქვრივიშვილი აბრეშუმის გზის ქვეყნების მინისტრების ფორუმს დაესწრო. შეხვედრა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა.

ფორუმს ევროპისა და აზიის 34 ქვეყნიდან მინისტრები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები და საერთაშორისო ონლაინპორტალების, მათ შორის, Google-ის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

სინქ: გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი
სინქ: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი