loader

რა ვითარებაა გლდანში, სადაც "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებისას მძარცველებმა სამართალდამცველებს გაუხსნეს ცეცხლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა გლდანში, სადაც "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებისას მძარცველებმა სამართალდამცველებს გაუხსნეს ცეცხლი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში, "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებისას, თავდამსხმელების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად არავინ დაშავებულა.

"იყო ყაჩაღობა. მოხდა გასროლა, არავინ დაშავებულა", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" შსს-ში, თუმცა უწყებაში სხვა კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება.

თვითმხილველების ინფორმაციით, გლდანში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში რამდენიმე პირი შეიჭრა, რის შემდეგად ცეცხლი გახსნეს.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა მიაწოდა.

ადგილზე მყოფი პირის ინფორმაციით, ბანკში რამდენიმე პირი შეიჭრა, საპატრულო პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ კი მათ სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნეს.

შემთხვევა გლდანის მე-6 მიკრორაიონში, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.