loader

რა ხდება ჟვანიას ქუჩაზე, სადაც კლდის ნაწილი ჩამოინგრა, დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი, რამაც გაზის გაჟონვა გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ჟვანიას ქუჩაზე, სადაც კლდის ნაწილი ჩამოინგრა, დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი, რამაც გაზის გაჟონვა გამოიწვია

ჟვანიას 12 ნომერში კლდის ნაწილის ჩამონგრევამ ბუნებრივი აირის მილი და კორპუსის ეზო დააზიანა. როგორც "პალიტრავიდეოს" ადგილობრივებმა განუცხადეს, შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე მეტრში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობამ გამოიწვია.

ჟვანიას 12 ნომერში კლდის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი, რამაც გაზის გაჟონვა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც კორპუსის მცხოვრებლები ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავენ, შემთხვევა დაახლოებით 18:30 საათზე მოხდა, კლდის ჩამონგრეულმა ნაწილმა დაფარა კორპუსის ეზოს ტერიტორია, დაახლოებით 40 კვ.მ. ადგილობრივების თქმით, კლდის ნაწილის ჩამონგრევა რამდენიმე მეტრში მიმდინარე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობამ გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის მშენებლობა ორჯერ იყო შეჩერებული, რადგან მშენებლობის დროს ქანებმა დაიწყო მოძრაობა. რამდენიმე თვის წინ თბილისის მერიამ სამშენებლო კომპანიას მუშაობის გაგრძელების ნებართვა მისცა. მოსახლეობა მომხდარზე პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებს.

ავტორი: თამარ საკანდელია