loader

"იმას მოვკლავ და მე ჩავჯდები ციხეში" - რა მოხდა სასამართლოში, როცა სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წელი მიუსაჯეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმას მოვკლავ და მე ჩავჯდები ციხეში" - რა მოხდა სასამართლოში, როცა სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წელი მიუსაჯეს

ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის სამმართველოს უფროსის მკვლელობაში ბრალდებულს, ბესიკ ტაკიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გადაწყვეტილებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოკლული პოლიციელის, ბუტა ანთაძის ოჯახის წევრებისგან პროტესტი მოჰყვა. ისინი ბესიკ ტაკიძის უვადო პატიმრობას ითხოვდნენ. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მიიღო. საქმის განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც მოსამართლემ განაცხადა, მან გადაწყვეტილება გუშინ ვერ გამოაცხადა, ვინაიდან მტკიცებულებებს და მოწმეების ჩვენებებს კიდევ ერთხელ გადახედა.

ბუტა ანთაძე ზაფხულში, სოფელ მუხაესტატეში თანასოფლელმა ცივი იარაღით მოკლა.


ავტორი: მარიკო კეკელიძე