loader

"გოგონა, რომელიც ფოტოს უღებდა თავის მეგობარს, შოკურ მდგომარეობაშია" - ახალი დეტალები რუსთავში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც 13 წლის გოგონა ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გოგონა, რომელიც ფოტოს უღებდა თავის მეგობარს, შოკურ მდგომარეობაშია" - ახალი დეტალები რუსთავში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც 13 წლის გოგონა ემსხვერპლა

რუსთავში 13 წლის მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა სახურავზე ფოტოს გადასაღებად იყო ასული, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.



წყარო: ინფორუსთავი