loader

ყველაფერი პარლამენტარ ოდიშარიას 3 მლნ $-იან მიწის ნაკვეთსა და სასტუმროზე, რომლის აშენების უფლება კალაძემ არ მისცა (+მშენებლობის დეტალური გეგმა) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაფერი პარლამენტარ ოდიშარიას 3 მლნ $-იან მიწის ნაკვეთსა და სასტუმროზე, რომლის აშენების უფლება კალაძემ არ მისცა (+მშენებლობის დეტალური გეგმა)

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია თაბორის მთაზე სასტუმროს ვერ ააშენებს.
კერძოდ, როგორც კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მშენებლობა მათთვის არ არის მისაღები.

თავად დეპუტატი კი აცხადებს, რომ მზადაა, კომპენსაციის სანაცვლოდ, თაბორის მთაზე სასტუმროს მშენებლობაზე უარი თქვას. "საკითხს ცივილური გადაწყვეტა ექნება", - ამბობს დეპუტატი.
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე კი აცხადებს, რომ ბექა ოდიშარიას ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ.

"პალიტრავიდეო" წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას და ვიზუალურ მასალას ოდიშარის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთსა და ასევე, იმ სასტუმროს შესახებ, რომლის მშენებლობის გეგმა უკვე გამზადებული იყო.