loader

"დეტალებზე ვერ ვისაუბრებ" - 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას პირველადი ექსპერტიზა ჩაუტარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დეტალებზე ვერ ვისაუბრებ" - 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას პირველადი ექსპერტიზა ჩაუტარდა

ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილ 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას პირველადი ექსპერტიზა ჩაუტარდა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ რუსლან აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს გადმოასვენეს. ენგურის ხიდთან ცხედარს ნათესავები და ახლობლები, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რუსლან დაბაშიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დახვდნენ.

გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

ავტორი: თათული როგავა

ასევე იხილეთ: 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოცემის კადრები - ახალგაზრდა გალის იზოლატორში გარდაიცვალა