ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა იყო? - ჟურნალისტებმა ზალკალიანი ლიფტში "მიიმწყვდიეს"
19:12 / 14-03-2019
საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე იმყოფებოდა. სხდომის დასრულების შემდეგ მედიამ მას დავით ბერძენიშვილის მიერ "პალიტრანიუსის" ეთერში გაკეთებული განცხადების შესახებ ჰკითხა, რომლის მიხედვითაც "ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დასაჭერად ემზადებოდა და ვერ დაიჭირა".