loader

ცნობილია, რის გამო მიაწერა "დავით აღმაშენებელი" და "დავით სოსლანი" ტერორისტმა იარაღს, რომლითაც ათობით ადამიანი ჩაცხრილა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, რის გამო მიაწერა "დავით აღმაშენებელი" და "დავით სოსლანი" ტერორისტმა იარაღს, რომლითაც ათობით ადამიანი ჩაცხრილა

ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ქა­ლაქ ქრა­ის­თჩერჩში მდე­ბა­რე ალ ნუ­რის მე­ჩეთ­ში პა­რას­კე­ვის ლოც­ვის დროს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი შე­ვარ­და და მლოც­ვე­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა. თავ­დას­ხმის შე­დე­გად 40 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, კი­დევ ათე­უ­ლო­ბით მლოც­ვე­ლი და­შავ­და. თავ­დას­ხმის დროს ერთ მე­ჩეთ­ში 200-მდე, ხოლო მე­ო­რე­ში 300-მდე ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და.

Daily Mail-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი თავ­დამ­სხმე­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია - ის 28 წლის ავ­სტრა­ლი­ე­ლი ბრენ­ტონ ტა­რან­ტი აღ­მოჩ­ნდა.

მან თავ­დას­ხმის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი Facebook-ის სა­კუ­თა­რი გვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით გა­ავ­რცე­ლა. ვი­დე­ო­კად­რებ­ში ჩანს, რომ ტე­რო­რის­ტი მე­ჩეთ­თან ია­რა­ღით სავ­სე მან­ქა­ნით მი­დის, რო­მელ­შიც პატ­რი­ო­ტუ­ლი ხა­სი­ა­თის სიმ­ღე­რე­ბია ჩარ­თუ­ლი. კადრში ასე­ვე ჩანს, რომ მან­ქა­ნა­ში არ­სე­ბულ და­ახ­ლო­ე­ბით 6 ია­რაღს, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­ხო­ცად გა­მო­ი­ყე­ნა, თეთ­რად წარ­წე­რე­ბი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.

წარ­წე­რებს შო­რის ქარ­თულ ასო­ებს მოკ­რავთ თვალს - მათ­ში სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ლე­ვე­ლი მე­ფი­სა და მხე­დარ­თმთავ­რის და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლიც იკი­თხე­ბა, მის გვერ­დით კი თა­მარ მე­ფის მე­უღ­ლი­სა და ქარ­თუ­ლი ჯა­რე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის და­ვით სოს­ლა­ნის სა­ხე­ლი წე­რია.

რო­გორც Daily Mail აღ­ნიშ­ნავს, ია­რაღ­ზე და­ტა­ნი­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც წარ­სულ­ში "მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბე­ბი ჩა­ი­დი­ნეს“. და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლი­სა და და­ვით სოს­ლა­ნის გარ­და, ია­რაღ­ზე იკი­თხე­ბა რუსი სა­ზღვაო მხე­დარ­თმთავ­რის, გე­ნე­რალ-ადი­უ­ტანტ დი­მიტ­რი სე­ნი­ა­ვი­ნის სა­ხე­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მან ათო­ნი­სა და დარ­და­ნე­ლის ბრძო­ლა­ში თურ­ქებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა.

ია­რაღ­ზე ასე­ვე და­ტა­ნი­ლია მარ­კო მი­ლი­ა­ნო­ვის - ცნო­ბი­ლი მონ­ტე­ნეგ­რო­ე­ლი მწე­რა­ლი­სა და სარ­დლის სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც სერ­ბე­თის ეროვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის ბა­ტო­ნო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძო­და.