loader

სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორების 29-კაციანი ჯგუფი დააკავეს და ნარკოტიკების შემოტანისა და გასაღების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორების 29-კაციანი ჯგუფი დააკავეს და ნარკოტიკების შემოტანისა და გასაღების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 ნარკორეალიზატორი დააკავა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ფონიჭალაში დაკავებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების გავრცელების სათავეში იდგნენ. ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებას სხვა ნარკორეალიზატორებზე ასაღებდნენ.