loader

ადგილობრივების თქმით, სოფელ ატოცში ოკუპანტების მობილიზება მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადგილობრივების თქმით, სოფელ ატოცში ოკუპანტების მობილიზება მიმდინარეობს

ოკუპანტების მობილიზება სოფელ ატოცში - ადგილობრივები აცხადებენ, რომ რუსი ჯარისკაცები ე.წ. საზღვარს მიღმა გადმოვიდნენ. რუსი ოკუპანტების მობილიზებას სოფელ ატოცის ტერიტორიაზე ადასტურებენ "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრებიც.

მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთში უკვე დაიკავეს ერთ-ერთი ადგილობრივის ბაღი და ჩახერგეს მათ მიერვე ცოტა ხნის წინ აშენებული სათვალთვალო საგუშაგომდე მისასვლელი გზა.