loader

როგორ მოიქცა სენატორი, როდესაც გვერდზე მდგომმა ახალგაზრდამ თავში კვერცხი დაახალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ მოიქცა სენატორი, როდესაც გვერდზე მდგომმა ახალგაზრდამ თავში კვერცხი დაახალა

ახალ ზელანდიაში ავსტრალიელ სენატორს ტერაქტზე გაკეთებული კომენტარის გამო კვერცხი ესროლეს. ქალაქ კრაისტჩერჩში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ავსტრალიელმა სენატორმა, ფრეიზერ ენინგმა განაცხადა, რომ ტერაქტის გამომწვევი მიზეზი ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკაა.

მისი განმარტებით, ფანატიკოს მუსლიმებს ახალ ზელანდიაში ჩასვლა და ცხოვრება მარტივად შეუძლიათ, რაც ქვეყანაში ტერორისტული აქტების საფრთხეს ზრდის. სენატორის განცხადებამ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. როდესაც ენინგი ჯურნალისტებთან საუბრობდა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მას კვერცხი ესროლა, რის შედეგადაც მათ შორის დაპირისპირება დაიწყო.

შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელ "ტვიტერის" მეშვეობით გავრცელდა ინტერნეტში.