loader

რა ვითარებაა დუშეთში, სადაც აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა დუშეთში, სადაც აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს

დუშეთში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. როგორც "პალიტრავიდეოს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ისინი დუშეთის შესასვლელთან აქციას მართავდნენ, რომლის მთავარი მოთხოვნა სამგზავრო ტარიფის ფასის კლებაა და კერძო კომპანიის მაგივრად, მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა იყო. აქციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გზის სავალი ნაწილი გადაეკეტათ, რისი საშუალებაც, მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა არ მისცეს და გზის სავალი ნაწილი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, რასაც ხმაური მოჰყვა.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქცია ხვალ დღის მეორე ნახევრამდე შეაჩერონ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კერძო კომპანიასთან მოლაპარაკებას გამართავენ, რათა შემცირდეს სამგზავრო ტარიფი.

ავტორი: ნიკა საჯაია