loader

კახეთში მეგობრის გადასარჩენად მანქანით სწრაფად მიმავალი ახალგაზრდა ბოძს შეეჯახა - უბედური შემთხვევის შედეგად 23 და 27 წლის ახალგაზრდები დაიღუპნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთში მეგობრის გადასარჩენად მანქანით სწრაფად მიმავალი ახალგაზრდა ბოძს შეეჯახა - უბედური შემთხვევის შედეგად 23 და 27 წლის ახალგაზრდები დაიღუპნენ

დედოფლისწყაროში მომხდარ ტრაგედიას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გარდაცვლილები არიან სოფელ ზემო ქედში მცხოვრები 23 და 27 წლის მამაკაცები.

ორი ავარია რამდენიმე წუთის ინტერვალით მოხდა. თავდაპირველად, სოფელ არხილოსკალოში ავტოავარიის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა. "ოპელის" მარკის ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამობრუნდა. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში იყო მძღოლი.

დაშავებული მძღოლის დახმარება სცადა მისმა მეგობარმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს არ დაელოდა და საავადმყოფოში გადაყვანა დამოუკიდებლად სცადა. თუმცა, "მერსედესის" მარკის ავტომობილით, რომელსაც ასევე გადაჭარბებული სიჩქარით მართავდნენ, სოფელ ზემო ქედში, ცენტრალურ მაგისტრალზე, ტროტუარზე მდგარ განათების ბოძს და ხეს შეეჯახნენ.

ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პირველი ავარიისას დაშავებული 26 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე არ არის.

23 წლის გარდაცვლილ მამაკაცს მეუღლე და 2 შვილი დარჩა.