loader

რა ხდება ამ წუთებში ბათუმში, სადაც მეხანძრე-მაშველები ბარაკში გაჩენილ ძლიერ ცეცხლს აქრობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ბათუმში, სადაც მეხანძრე-მაშველები ბარაკში გაჩენილ ძლიერ ცეცხლს აქრობენ

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის 80 ნომერში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ცეცხლი ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე მყოფმა ერთმა მოქალაქემ უმნიშვნელო დამწვრობა მიიღო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.

ავტორი: მარიკო კეკელიძე

ასევე იხილეთ: ბათუმში ძლიერი ხანძარია - ცეცხლი ბარაკს გაუჩნდა