loader

იმ მომენტში გადაღებული ფოტოები, როდესაც ვაჟა-ფშაველაზე მანქანა ამწეს შეასკდა და მძღოლთან ერთად ქვეითიც დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იმ მომენტში გადაღებული ფოტოები, როდესაც ვაჟა-ფშაველაზე მანქანა ამწეს შეასკდა და მძღოლთან ერთად ქვეითიც დაიღუპა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, Nissan Tiida-ს მარკის ავტომობილი სამშენებლო ამწეს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, ქვეითი და Nissan Tiida-ს მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.