loader

როგორ გამოიყურებოდნენ "ნაციონალების" ცნობილი სახეები დღევანდელ ყრილობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურებოდნენ "ნაციონალების" ცნობილი სახეები დღევანდელ ყრილობაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს. პარტიის რიგით მერვე ყრილობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მხოლოდ ვაშაძის კანდიდატურა იყო წარდგენილი.

მის კანდიდატურას მხარი ყრილობის დელეგატებმა ელექტრონული სისტემით დაუჭირა მხარი. ეს პოსტი მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქის სტატუსი დაკარგა. პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას კი ამ დრომდე ნიკა მელია ასრულებდა.

სასტუმრო "ბილტმორში" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერვე ყრილობა  გაიმართა. ყრილობას "ნაციონალური მოძრაობის“, „გაერთიანებული ოპოზიციის" წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. ყრილობაზე სხვა ოპოზიციური პარტიის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ასევე იხილეთ: სააკაშვილი: ეს ცხრა წელი იყო არა სისხლიანი, არამედ ყველაზე წარმატებული საქართველოს ისტორიაში, აბა, როგორ გინდათ თქვენ, როცა რაღაც დიდს და განსაკუთრებულს ქმნით