loader

ხაშურში ქმარმა ცოლს დანით 6 ჭრილობა მიაყენა - 33 წლის ქალს დაზიანებული აქვს რამდენიმე ორგანო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხაშურში ქმარმა ცოლს დანით 6 ჭრილობა მიაყენა - 33 წლის ქალს დაზიანებული აქვს რამდენიმე ორგანო

ხაშურის საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი დაზიანებით 33 წლის ქალი შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს ბასრი საგნით მიყენებული 6 ჭრილობა აღენიშნება. მედიკოსების განმარტებით, ახალგაზრდა ქალს დაზიანებული აქვს რამდენიმე ორგანო, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც ახლობლები აცხადებენ, ქალს აღნიშნული დაზიანებები დანით ქმარმა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცი უკვე დააკავა. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.