loader

მთაწმინდის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთაწმინდის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა

მთაწმინდის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცნობილი ექიმი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე იქნება. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

"ქართულმა ოცნებამ" დღესვე რეგიონებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატები დაასახელა.

კანდიდატები იქნებიან: ზუგდიდში - გიორგი შენგელია, მარნეულში - ზაურ დარგალი, ზესტაფონში - გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში - გივი მოდებაძე, ხულოში - ვახტანგ ბერიძე.

კანდიდატების წარდგენამდე "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.