X
შიდა კადრები სასამართლოდან, სადაც სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოუტანეს
23:24 / 25-03-2019
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს.

მსაჯულები სათათბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდნენ. მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ", მე-2 ნაწილის "ბ", მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ავტორი: ეკა ლემონჯავა

ასევე იხილეთ: რა რეაქცია ჰქონდა სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის დედას, როცა ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაურის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს

ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი იყო - სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ კობაურის ადვოკატი

პროკურორი: ერთადერთი სამართლიანი სასჯელი კობაურისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთაა
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ყველაფერი, რაც ერაყში განადგურებულ ამერიკულ ბაზაზე ვიცით, რომელსაც ირანმა დაარტყა და რა რეაქციები გამოიწვია მომხდარმა მსოფლიო ლიდერებში
ირანელი რეჟისორების ექვსი კინოშედევრი, რომლებიც მათ ქვეყანასა და ხალხს სხვა კუთხიდან გაგაცნობთ
2020 წლის 3 იანვარს ირანელი გენერალ-მაიორის ესკორტს საჰაერო დარტყმა მიაყენა