ავარია თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე - ავტომობილი ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა
19:40 / 26-03-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობა მეხანძრეებმა მალევე შეძლეს. გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
პირდაპირ ჩართვას ადგილიდან "ინფო რუსთავი" ახორციელებდა.