გაზით მოწამვლის კიდევ ერთი შემთხვევა - გორში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, co-თი მოიწამლა
19:41 / 26-03-2019
ექიმების განცხადებით, პაციენტს ინტოქსიკაციის მკვეთრად გამოხატული კლინიკური მდგომარეობა აღენიშნება. პირველადი დახმარების შემდეგ პაციენტი თერაპიული დეპარტამენტის სტაციონარში მოათავსეს.
ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს ოქსიგენო თერაპია ჩაუტარდა და ინტენსიური თერაპიის ქვეშაა.
პაციენტის ახლობლების თქმით, ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი აბაზანაშია დამონტაჟებული და სავარაუდოდ, ინტოქსიკაცია წყლის გამაცხელებლის ნამწვმა გამოიწვია.
ავტორი: ია თინიკაშვილი