loader

"კარმა ჰქონდა ჩართული, ქარმა ჩააქრო" - რუსთავში 36 წლის მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კარმა ჰქონდა ჩართული, ქარმა ჩააქრო" - რუსთავში 36 წლის მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, 36 წლის მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირი გახდა.
როგორც მეზობლები "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებენ, მამაკაცი ღამით ბინაში მარტო იმყოფებოდა. საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული იყო გაზის გამათბობელი, რომელიც სავარაუდოდ, მოულოდნელად გაითიშა, რის გამოც ბინაში გაზი დაგროვდა.

გარდაცვლილი მამაკაცი სამხედრო მოსამსახურე იყო. ის რუსთავში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა. შემთხვევის დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ინფორმაციას "ინფორუსთავი" ავრცელებს.