სმიტების ოჯახის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატიურების საქმეზე მალხაზ კობაურს განაჩენი გამოუტანეს - პირველი კადრები სასამართლოდან
13:11 / 27-03-2019
აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გოგა კუპრეიშვილმა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა 25 მარტს, 4-საათიანი თათბირის შემდეგ, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.
კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ ცნეს, მათ შორის, ლორა სმიტის გაუპატიურებაშიც.