loader

როგორ გამოიყურებოდა სასამართლოზე ხაშურელი მამაკაცი, რომელმაც ყოფილ ცოლს 6 ჭრილობა მიაყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურებოდა სასამართლოზე ხაშურელი მამაკაცი, რომელმაც ყოფილ ცოლს 6 ჭრილობა მიაყენა

ხაშურში, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში დღეს შედგა. ბრალდებულმა შმაგი დოლიძემ დუმილის უფლება გამოიყენა და პროკურორის და მოსამართლის მხრიდან დასმულ კითხვებს არ უპასუხა.

წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 17 მაისს ჩაინიშნა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შმაგი დოლიძემ ხაშურის ერთ-ერთ სილამაზის სალონში თავის მეუღლეს დანით მრავლობით დაზიანებები მიაყენა. ექიმების ინფორმაციით, 33 წლის ქალს 6 ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. მე­დი­კო­სე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ახალ­გაზ­რდა ქალს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნო. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.