loader

თელავში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ახალგაზრდა გოგომ დედა დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თელავში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ახალგაზრდა გოგომ დედა დაჭრა

თელავში შვილმა დედა დაჭრა. ახალგაზრდა გოგომ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დედას დაზიანებები მხარის არეში, ცივი იარაღით მიაყენა.

შუახნის ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის თქმით, დაშავებულს ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

ბრალდებული გოგო პოლიციამ წუხელვე დააკავა.