loader

გაიცანით ქართველი მოსწავლეები, რომლებიც NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაიცანით ქართველი მოსწავლეები, რომლებიც NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალში გამარჯვება მოსწავლეების პროექტმა "ბარნის სმარტ ლაბირინთმა" მოიპოვა - გუნდი NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. პროექტში მონაწილეობდნენ: გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია, სკოლა "აია-ჯესსი", სკოლა „პროგრესი“. მეორე ადგილზე გავიდა პროექტი "მოძრაობის სკანერი", ხოლო მესამე ადგილი დაიკავა პროექტმა "ესკულაპემ".

გამარჯვებული გუნდი, "თიბისი ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით, ზაფხულში აშშ-ში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას.